,,ივანიშვილის მიერ ნაკრებისთვის 30 მლნ-ს ჩუქებამ გუნდში მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ბზარი გააჩინა“ – რომან გოცირიძე
პოლიტიკა ·

,,ივანიშვილის მიერ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის ჩუქებამ, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა საპროტესტო აქციების მიმართ ფეხბურთელების მხარდაჭერის განეიტრალების მცდელობა, გუნდში მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ბზარი გააჩინა. იმ დღიდან ნაკრების წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ „ნეიტრალურ“ მაყურებლებად იქცნენ. დაიკარგა ის, რაც ნებისმიერი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია-სილაღე, შინაგანი თავისუფლება და ერთიანი ოჯახის განცდა.