"რადიო თავისუფლება": ლუკა ეხვაიას გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას პროტოკოლის დარღვევას უკავშირდება
პოლიტიკა ·

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს პროტოკოლის დარღვევას უკავშირდება. მედიაგამოცემის თანახმად, 6 ნოემბერს ათონელის სასახლეში მისულ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად ლუკა ეხვაია დახვდა და სასახლეში შეაცილა. მომხდარის ამსახველი ფოტოები მთავრობის გვერდზეც მოიძებნება. ყაველაშვილი ვიცე-პრეზიდენტს და დელეგაციას შენობის შიგნით შეხვდა. BO-1 Multipic: ეხვაიასთან ერთად, ...