ყაველაშვილს “ოცნების“ პროპაგანდისტის მიერ სინოდის წევრის გინების ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

პოლიტიკა ·

ყაველაშვილს “ოცნების“ პროპაგანდისტის მიერ სინოდის წევრის გინების ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

მიხეილ ყაველაშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტის მიერ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის გინების ფაქტს. პრეზიდენტს ამის საშუალება დღეს ჰქონდა, როცა ყაველაშვილი მეტეხის ხიდზე, ასიათასი მოწამის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისზე გამოჩნდა. “პირველების“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყაველაშვილმა არ თქვა, ემიჯნება თუ არა პროპაგანდისტს, ან რა კომენტარის გაკეთება შეუძლია ნაცვლიშვილის ქმედებაზე.