ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ცვლილებები ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება
პოლიტიკა ·

არსებული ინფორმაციით, ათონელის სასახლეში დელეგაციის სტუმრობისას დაშვებული პროტოკოლური ხარვეზის გამო, ეხვაიას გარდა, ადმინისტრაციის დატოვება პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელსაც მოუწია. ინციდენტის ზუსტი გარემოებების გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლუკა ეხვაია სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.