პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა

პოლიტიკა ·

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილ პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს მიღწევები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ქვეყნის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები.