პრეზიდენტი: კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

პოლიტიკა ·

საქართველოს პრეზიდენტმა თურქულ მედია „ანადოლუს“ ინტერვიუ მისცა . მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ანტალიაში, გაეროს კლიმატის კონფერენციის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ილაპარაკა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის საკითხებზე.