პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობა, შუა დერეფნის განვითარება, განათლება და ახალგაზრდული თანამშრომლობა - საკითხები, რომელიც ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში დღის წესრიგში იყო
პოლიტიკა ·

პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობა, შუა დერეფნის განვითარება, განათლება და ახალგაზრდული თანამშრომლობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგში იყო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების ახალ შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე, რომლებმაც საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.