შალვა პაპუაშვილი - საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე - ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა და არასდროს უნდა დავთმოთ
პოლიტიკა ·

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას "რამდენჯერმე უსწრებს". მისი თქმით, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, არამედ მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ შეგვიძლია, "გარე ჩარევის გარეშე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს.