„ოცნების“ შიგნით ერთმანეთს აღარ ენდობიან - ზურაბიშვილი

პოლიტიკა ·

„ოცნების“ შიგნით ერთმანეთს აღარ ენდობიან - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ოცნების“ შიგნით არსებულ უნდობლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიის შიგნით დიდი დარღვევებია. მისი თქმით, ყველა ერთმანეთეს ეჭვის თვალით უყურებს და აკვირდება, ვინ წავა ხვალ ციხეში, ვის დააბრალებენ კორუფციას და ვის აიძულებენ, ქვეყნიდან გაიქცეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ქვეყანა კრიმინალებით გაავსო და ახლა უკვე თავად “ოცნებაშაც“ ეშინიათ და სწორედ ამიტომ გაიყვანა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი შვილი ჩინეთში.