„ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ძმის კომპანიამ ბათუმში, 6 ჰექტარზე, კორპუსები უნდა ააშენოს

პოლიტიკა ·

„ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ძმის კომპანიამ ბათუმში, 6 ჰექტარზე, კორპუსები უნდა ააშენოს

ყოფილი დეპუტატის, ივლიანე წულაიას ძმა, „ოცნების“ – აქტიური შემწირველი და „რუსული კანონის“ მხარდამჭერი, თენგიზ წულაია ბათუმში 60 000 კვ.მეტრის, ანუ 6 ჰეტარის განაშენიანებას გეგმავს. შპს „ბათუმი ლენდმარკმა“ 3 მიწის ნაკვეთი გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის ელექტრონულ აუქციონზე 2026 წლის თებერვალში იყიდა, მარტში კი მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირდა. დიდი ალბათობით ეს იმას ნიშნავს, რომ საპრივატიზებო საფასური ჯერ არ გადაუხდია.