“ოცნებამ“ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა - სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა ·

“ოცნებამ“ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა - სალომე ზურაბიშვილი

“ოცნებამ“ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა, ეს არის მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ საზოგადოებამ მოითხოვოს და ბოლომდე მიაღწიოს იმას, რომ ცვლილებები განხორციელდეს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში განაცხადა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და გამოსავლის გზად პოლიტიკოსებოს და საზოგადოების ერთიანობას ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას პოლიტიკური ცხოვრების აღდგენაში დაეხმარება.