ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულია

პოლიტიკა ·

ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან ერთად, ნინოწმინდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - დიდ ხანჩალში, კათნატუსა და ოროჯოლარში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს.