ნინო ლაცაბიძე: რუსთაველებისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია და იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება
პოლიტიკა ·

იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ- მინისტრს, სამთავრობო გუნდს, ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ამ ძალიან რთული პროცესის რუსთაველების სასარგებლოდ წარმართვასა და ბოლომდე მიყვანაში დაგვეხმარა", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს, რუსთავის მერიის და ქვემო ქართლის გუბერნიის ერთობლივი ძალისხმევით პრობლემის გადასაწყვეტი კონკრეტული გეგმა შემუშავდა.