მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება - მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა ·

ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან შუა დერეფნის კონტექსტში: ეს გახლავთ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, - ამის შესახებ "იმედის კვირასთან" საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად უკვე გაწერილია გეგმა, რომელიც 2029 წლისთვის შუა დერეფანში 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას ითვალისწინებს.