მოძრაობამ „სოციალური დემოკრატიისთვის” პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გამართა
პოლიტიკა ·

ყრილობის წევრებმა საერთო კრებით აირჩიეს 16 ადამიანი, რომლებიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ მოძრაობის მართვასა და საქმიანობას. ასევე დაამტკიცეს პარტიის წესდება და აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები. ახალი პოლიტიკური ძალა აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, სოციალური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისა და გარემოს დაცვისთვის მებრძოლ ადამიანებს, სტუდენტებს, ემიგრანტებს, „რომელთა მთავარი მიზანია, ააშენონ პოლიტიკურად და ეკონომიკურად სამართლიანი სახელმწიფო“.