მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე: ვეღარ გავაგრძელებ ამ ნაკრების მხარდაჭერას
პოლიტიკა ·

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სრული კრახი არის აბსოლუტურად კანონზომიერი, - წერს სოციალურ ქსელში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი ნაკრების წარუმატებლობას იმის შედეგად მიიჩნევს, რომ „საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას“. „ესაა შედეგი იმისაც, რომ საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას, არცერთი არ ავლენს მოქალაქეობრივ პოზიციას. სწორედ ამიტომ დაკარგეს მათ სახე, საკუთარი თამაში და გულშემატკივართა უმრავლესობა ჩემი ჩათვლით.