მარიამ ქვრივიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ვიზების გაუქმების შესახებ, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე

პოლიტიკა ·

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე, - ამის შესახებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში "იმედის კვირა" განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.