მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საუბარი შეეხო აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტსაც, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება

პოლიტიკა ·

მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საუბარი შეეხო აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტსაც, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.