მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა მოსამართლემ კვლავ არ დაუკმაყოფილა
პოლიტიკა ·

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა. მოსამართლე ნადარაიამ შუამდგომლობის მოტივაცია სხდომათა დარბაზში ხმამაღლა წაიკითხა, თუმცა კოპალეიშვილს ის კვლავ არ დაუკმაყოფილა. „კანცელარიის მეშვეობით შემოტანილი იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის მაია კოპალეიშვილის შუამდგომლობა და ითხოვს სხდომაზე დაბრუნებას.