“მადლობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს - მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც დვალიშვილი-ლაზიშვილის, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს“ - პრემიერი
პოლიტიკა ·

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის ციხიდან ქართველი სპორტსმენების, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, დვალიშვილი-ლაზიშვილის გასათავისუფლებლად პროცედურებში საგარეო საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაერთნენ.