ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული ბანკის მონაწილეობა, ბრიტანელ ინვესტორებს დიდ ნდობას ანიჭებს | ბრიტანეთის ელჩი

პოლიტიკა ·

ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული ბანკის მონაწილეობა, ბრიტანელ ინვესტორებს დიდ ნდობას ანიჭებს | ბრიტანეთის ელჩი

2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22% დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა. ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეთ უორდმა BMG-ის გადაცემაში გიორგი ისაკაძესთან და ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში აღნიშნა. „დიდი ბრიტანეთი უკვე არაერთი წელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთავარი წყაროა. გასულ წელს, 2025 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22% ბრიტანეთიდან იყო. წარსულში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალიც იყო.