კოტე ჟღენტი: ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა აქტიური თანამშრომლობის ეტაპზე გადადის
პოლიტიკა ·

საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ დიპლომატმა, პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ წევრმა, კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა აქტიური თანამშრომლობის ეტაპზე გადადის. „ისეთი რეალობაა ყველა თვალსაზრისით მსოფლიოში და საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ ასეთ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობების განვითარება, როგორც ჩვენ გვაქვს, არა მხოლოდ მათი სიდიდიდან გამომდინარე, არამედ საერთაშორის ურთიერთობებში მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.