კოპალეიშვილი: შარმანაშვილის პასუხს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ სასამართლოს პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

პოლიტიკა ·

კოპალეიშვილი: შარმანაშვილის პასუხს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ სასამართლოს პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

კოალიცია "ცვლილებისთვის წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს პარტიების აკრძალვის შესახებ. მას ამის თქმის ერთ-ერთ საფუძველს აძლევს "ოცნების" წევრის, თენგიზ შარმანაშვილის სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი, რომელიც ვინმე რომან კუსიანს, რომელიც პარტიების დაჩქარებულად აკრძალვას ითხოვს, უხსნის, რომ სასამართლომ პროცედურებს სრულად იცავს. რომან კუსიანი ნუ ჩქარობ. პროცედურები სრულად უნდა იყოს დაცული, თუ საჭიროა, გადაჭარბებითაც.