კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
პოლიტიკა ·

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ „TV პირველის“ ჟურნალისტის, ხატია სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერებას და აღნიშნულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის მორიგ გამოვლინებად აფასებს. კოალიციის განცხადებით, პარლამენტში ჟურნალისტებს ეზღუდებათ ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა, რაც არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ისე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ.