კითხვის დასმის გამო მოსამართლის აცილებას ითხოვენ, ეს ახალი სიტყვაა ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში - არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა ·

კითხვის დასმის გამო მოსამართლის აცილებას ითხოვენ, ეს ახალი სიტყვაა ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში - არჩილ გორდულაძე

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობის დაყენებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. უმრავლესობის წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აცილების საკითხი ექსკლუზიურად სასამართლოს პრეროგატივაა, მოთხოვნა იმის გამო, რომ მოსამართლემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ციტატები მოიყვანა, "ახალი სიტყვაა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმისწარმოებაში".