ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი განახლდება

პოლიტიკა ·

ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი ხვალიდან განახლდება. ეს იქნება მე-13 სხდომა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, წინა სხდომების მსგავსად, ახლაც უშედეგოდ ეცდება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. ადამიანის უფლებების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების ხელყოფა - მტკიცებულებების სია ვრცელია, თუმცა ყოფილ სახელისუფლებო პარტიას პასუხისმგებლობის აღება არაფერზე სურს.