ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში 121 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცათ

პოლიტიკა ·

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში 121 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცათ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები გადაეცათ. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ პროექტი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზარალებული 121 ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.