კათოლიკე ეკლესიის განცხადებით, ახალციხის მერმა და უნივერსიტეტმა კონფერენციისთვის სივრცე არ დაუთმეს – რა განმარტებას აკეთებს მერია
პოლიტიკა ·

კათოლიკე ეკლესიის განცხადებით, ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა კონფერენციისთვის საკონფერენციო დარბაზის გამოყენებაზე უარი უთხრეს. მათი ცნობით, ამის მიზეზად ორივე მათგანმა სარემონტო სამუშაოები დაასახელა. Catholics.ge წერს, რომ ორივე ადგილი მოინახულეს და სამუშაოები არცერთ ობიექტზე არ მიმდინარეობს.