„შაბათის ეთერი“: 10 წლით მსჯავრდებული გიორგი კაჭკაჭაშვილი 3 თვეში შეიწყალეს
პოლიტიკა ·
თბილისში მომხდარი კრიმინალური გარჩევებისა და სასამართლო პროცესების ფონზე, ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, 10 წლით მსჯავრდებული გიორგი კაჭკაჭაშვილი სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან სამ თვეში მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. რეპორტაჟის თანახმად, კაჭკაჭაშვილს თავისუფლების აღკვეთა ჯანგველაძისგან გამოყოფილ, იარაღების საქმეზე ჰქონდა შეფარდებული. გადაცემის ავტორები ამ ფაქტს ქუჩაში გავლენების გადანაწილებასა და ე.წ. „წმენდის“ პროცესს უკავშირებენ.