ივანიშვილის ერთადერთი სანდო პირი – რას წერს მედია
პოლიტიკა ·

ფრანგული “ ინტელიჯენს ონლაინ” წერს, რომ დაზვერვის სამსახურების სანდო და წყაროებზე დაყრდნობით, იცის ვინ რეკავს ბიძინა ივანიშვილის სახელით თანამდებობის პირებთან იმის სათქმელად, რომ პოსტზე ინიშნება ან პოსტიდან უშვებენ და ეს არის ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. ფრანგული მედიის მტკიცებით, ფარული აუდიო ჩანაწერების გაჟონვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ისეთი შეშინებულია, რომ ტელეფონით თითქმის აღარავისთან კონტაქტობს, მისი სახელით ანზორ ჩუბინიძე მოქმედებს.