ივანიშვილი ტელეფონით არავისთან კონტაქტობს - ვინ არის მისი მეკავშირე გარესამყაროსთან?
პოლიტიკა ·

ფრანგულ მედიაორგანიზაციას სააშკარაოზე გამოაქვს ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი, რაზეც აქამდე საჯაროდ არსად თქმულა. დაზვერვის სამსახურებში სანდო და გამორჩეული წყაროების მქონე ფრანგულმა "ინტელიჯენს ონლაინმა" დაწერა, ვინ რეკავს გამოცემის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის სახელით თანამდებობის პირებთან იმის სათქმელად, რომ პოსტზე ინიშნება ან პოსტიდან უშვებენ. ანზორ ჩუბინიძე სტატიის მიხედვით, მთავარი მოქმედი გმირია - მისი ზარი კი ნიშანი, რომ ვიღაცის საქმე ან წინ წავიდა ან დასასრულისკენ მიდის.