იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა
პოლიტიკა ·

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ესკორტირების დეპარტამენტს მსჯავრდებულთა გადასაყვანი 38 ახალი ავტომანქანა და შეიარაღება გადასცა. მისი განცხადებით, უწყების პრიორიტეტი პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომელთა პირობების გაუმჯობესებაა.