ირმა ინაშვილი: "თქვენს დეპუტატს თავი პატრიარქი ჰგონია და გვიცხადებს — მეუფეს ღმერთმა შეუნდოსო"

პოლიტიკა ·

ირმა ინაშვილი: "თქვენს დეპუტატს თავი პატრიარქი ჰგონია და გვიცხადებს — მეუფეს ღმერთმა შეუნდოსო"

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი "ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის კომენტარს ეხმაურება. ლაშხმა მმართველი პარტიის გაკრიტიკების გამო მეუფე იობზე განაცხადა: "ღმერთმა შეუნდოს“. "როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, მეუფე იობს ხშირად ვხვდებოდით მეც და დავით თარხან- მოურავიც და მეუფე ჩვენი თანამოაზრე იყო. თქვენ კი, სააკაშვილთან გარიგებულად გამოაცხადეთ. თუმცა, თქვენ არაფრის არ გრცხვენიათ. თქვენს დეპუტატს თავი პატრიარქი ჰგონია და პარლამენტიდან გვიცხადებს: მეუფეს ღმერთმა შეუნდოსო.