ირაკლი კობახიძე: მადლობა მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის
პოლიტიკა ·

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის მადლობას უხდის. „როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.