იმდენი ტყუილი და აბსურდი მოვისმინეთ, რომ, თავისი უტიფრობითა და უმეცრებით, ჩვენი სარჩელის გამყარებაში გვეხმარებიან - აკაკი ალადაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

პოლიტიკა ·

იმდენი ტყუილი და აბსურდი მოვისმინეთ, რომ, თავისი უტიფრობითა და უმეცრებით, ჩვენი სარჩელის გამყარებაში გვეხმარებიან - აკაკი ალადაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

"თავად ადასტურებენ, რომ არაკონსტიტუციურები და მოძალადეები არიან", - ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. აკაკი ალადაშვილის თქმით, პროცესზე ოპოზიციის მხრიდან იმდენი დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ამით ისინი "ქართული ოცნების" სარჩელის გამყარებას უწყობენ ხელს, რომლითაც მმართველი გუნდი 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს.