გვაქვს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე დამყარებული პოლიტიკა. აუცილებელია მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები, ღირებულებები, დავიცვათ მშვიდობა - მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა ·

გვაქვს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე დამყარებული პოლიტიკა. აუცილებელია მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები, ღირებულებები, დავიცვათ მშვიდობა - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობაზე მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში სააგენტო "ანადოლუსთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები საერთო ღირებულებებს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ინტერესს ეფუძნება. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნებმა საერთო ღირებულებები განამტკიცონ და რეგიონში მშვიდობის დაცვას შეუწყონ ხელი.