გრიგოლ გეგელია - ყველა შესაბამის კითხვას გავცემთ პასუხს, ძალიან კარგად ვიცნობთ ყველა დოკუმენტს, ქარტიას და ყველა იმ რეზოლუციას - ყველაფერს, რაც მოტანილია სამხილად თუ კითხვის საგნად

პოლიტიკა ·

გრიგოლ გეგელია - ყველა შესაბამის კითხვას გავცემთ პასუხს, ძალიან კარგად ვიცნობთ ყველა დოკუმენტს, ქარტიას და ყველა იმ რეზოლუციას - ყველაფერს, რაც მოტანილია სამხილად თუ კითხვის საგნად

ყველა შესაბამის კითხვას გავცემთ პასუხს - ქარტია თავისი არსით სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მისი მთელი შინაარსი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ემსახურება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ისინი კარგად იცნობენ საქმეში წარმოდგენილ ყველა დოკუმენტსა და რეზოლუციას, რომელიც კითხვის საგნად არის ქცეული.