გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველი განმარტება და პოზიცია ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას
პოლიტიკა ·

დღეს სხდომა გაგრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის კითხვების დასმით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა. მისივე თქმით, ყოველი მათი განმარტება მმართველი გუნდის სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს. „გუშინდელ შეფასებებს თუ გავითვალისწინებთ, მათ სათქმელი არაფერი აქვთ. ყოველი მათი განმარტება და პოზიცია ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას. მათი განცხადებები მათივე პოზიციების საწინააღმდეგოდ მეტყველებს“, - აღნიშნა კახიანმა.