გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე
პოლიტიკა ·

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება. პროცესი დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთებში მოსამართლეების შეკითხვებს კოალიცია "ცვლილებების" წარმომადგენლები პასუხობენ. მანამდე კი პლენუმი "ნაციონალურ მოძრაობას" უსმენდა. ემიჯნება თუ არა პარტია აქციებზე ძალადობრივ მოვლენებს - საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ამტკიცებენ, რომ ძალადობას ადგილი არცერთ აქციაზე არ ქონია. ასევე, ეჭვქვეშ აყენებენ 20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის განაჩენს.