გიორგი კაკაურიძე სოფიო ხორგუანს - ჯარიმები მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 0.6% და თუ ფიქრობთ, რომ 0.6%-ია ის, რითაც ბიუჯეტი ივსება, ასე არ არის - ზოგადად, ჯარიმები უნდა არსებობდეს და თუ ვინმე არღვევს, უნდა ჯარიმდებოდეს!
პოლიტიკა ·

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის - იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ბიუჯეტში ჯარიმა-საურავების სახით 186 მილიონ 491 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (144 000.0 ათასი ლარი) 129.5%-ს შეადგენს. ხაზინაში მობილიზებულ საჯარიმო თანხებთან დაკავშირებით განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან 2026 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში და მასთან ერთად, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი წარადგინა.