გიგა ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება, დასტურდება, რომ „ოცნება“ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული სარჩელით მარცხდება
პოლიტიკა ·

ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მაღალი მტკიცებულების სტანდარტი სჭირდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია აიკრძალოს, რასაც დღეს ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა. „ქართულმა ხალხმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არსებულ რეჟიმს უარი უთხრა. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლება იყო სისტემური და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობდა.