გიგა ფარულავა - რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, ეს არის თავად „ოცნება“ - იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია
პოლიტიკა ·

რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, ეს არის თავად "ოცნება". "ოცნებამ" უნდა შეიცვალოს თავისი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური კურსი, უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რასაც წლებია ქვეყანაში ახორციელებს, უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციების გაძლიერებას და ბუნებრივია, შესაძლებლობა ექნება ევროკავშირთან ურთიერთობა გადატვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია.