საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში - გია ვოლსკი

პოლიტიკა ·

საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში - გია ვოლსკი

"კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გადაწყვიტა, გამოვიდეს სააშკარაოზე. რამე დანაშაული თუ არსებობდა, თურმე ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ხდებოდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიები, რომლის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი ითხოვს, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ. "ამბობენ, რომ არავითარი რევოლუციის მცდელობა არ ყოფილა მაშინ, როდესაც ყველამ იხილა, რასთან ჰქონდა საქმე.