ღარიბაშვილთან ციხეში გამომძიებლები შევლენ - პროკურატურა ექსპრემიერის განცხადებებით დაინტერესდა
პოლიტიკა ·

ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ორშაბათს გამომძიებლები შევლენ. პროკურატურის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საგამოძიებო უწყებიდან ექსპრემიერის ადვოკატებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციიის გაგება სურთ. საუბარია წერილზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მასზე სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მან საპატიმროში ივანიშვილის დავალებით მდინარაძის წერილი მიიღო. არადა, მანამდე პროკურატურა აცხადებდა, რომ ამ საქმეზე გამოძიებას არ დაიწყებდა.