ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ - ყოფილი პრემიერი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

პოლიტიკა ·

ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ - ყოფილი პრემიერი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველის ოფისში იმყოფებიან. კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის უფლებადამცველები სოსო ბარათაშვილი და ნათია თამაზაშვილი ლევან იოსელიანს მტკიცებულებებით მიმართავენ და პროკურატურის უმოქმედობაზე რეაგირებას ითხოვენ. დაცვის მხარის მტკიცებით, საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად არ იწყებს გამოძიებას ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის მსხვერპლია.