გარეთ უორდი: კრიპტოთი რუსული კაპიტალის გათეთრების მტკიცებულებები საქართველოშიც ვნახეთ – ამიტომ დავასანქცირეთ რამდენიმე კრიპტოპლატფორმა
პოლიტიკა ·

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი აცხადებს, რომ საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტის მეშვეობით გადაადგილებისა და ფულის გათეთრების გარკვეული მტკიცებულებები არსებობდა. ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. ელჩის განმარტებით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე რუსული კაპიტალი სხვადასხვა ქვეყანაში უკანონო ფინანსური ნაკადების გადაადგილებისთვის ახალ გზებს ეძებს, მათ შორის კრიპტოვალუტას იყენებს.