„კიბო სჭირს მთავრობას, პატრიარქი გააჩუმეს!“ - მამა დოროთე

პოლიტიკა ·

„კიბო სჭირს მთავრობას, პატრიარქი გააჩუმეს!“ - მამა დოროთე

„კიბო სჭირს მთავრობას, პატრიარქი კი გააჩუმეს“ - მამა დოროთე ყურაშვილი "ოცნებასა" და საპატრიარქოს შორის არსებულ დაპირისპირებაზე განცხადებას TV პირველის ეთერში აკეთებს. სასულიერო პირი ეჭვობს, რომ კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რის გამოც მისივე ვარაუდით, მმართველმა გუნდმა პატრიარქ შიოს კაზინოების შესახებ ქადაგების შემდეგ სავარაუდოდ შენიშვნა მისცა, ხოლო კრიტიკის გამგრძელებელი მეუფე იობის წინააღმდეგ „ტროლ-ბოტების“ კამპანია გააჩაღა.