ევა გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აცილების შუამდგომლობაზე – არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს - ჩვენი განხილვის საკითხია, ადამიანის უფლებების დარღვევებში არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ, ვალდებულიც ვიყავი, მეკითხა

პოლიტიკა ·

არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე, თქვენი ნებაა, ვისი აცილების შესახებ დააყენებთ შუამდგომლობას, მაგრამ მე განვმარტავ ამ საკითხებს, რატომ მქონდა, ამ შეკითხვების დასმის უფლება. პირველი საკითხი უკავშირდებოდა მკვლელობებს, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და მე სპეციალურად არ დავასახელე ის საქმეები, რომლებიც არ იყო ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ, რომელსაც სახელმწიფოს აგენტს ვეძახით ზოგადად.