დევნილთა სააგენტოს ცნობით, 10 000 ლარის მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა

პოლიტიკა ·

დევნილთა სააგენტოს ცნობით, 10 000 ლარის მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა კომპენსაციის პროგრამის ბიუჯეტი 60 მილიონიდან 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პროგრამით თავდაპირველად დაახლოებით 6 ათასი ადამიანის დაკმაყოფილება იგეგმებოდა, თუმცა ფულადი დახმარების მიღების სურვილი თითქმის 40 ათასმა ადამიანმა გამოთქვა. სააგენტოს განმარტებით, მაღალი მოთხოვნის გამო ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო. წლის ბოლომდე დახმარებას დაახლოებით 11 ათასი დევნილი მიიღებს. პირველ ეტაპზე თანხა იმ პირებს ჩაერიცხებათ, რომლებმაც განაცხადები პირველივე დღეს შეიტანეს.