დევნილთა სააგენტოს მტკიცებით, 2026 წელს კომპენსაციას დაახლოებით, 11 ათასი ადამიანი მიიღებს
პოლიტიკა ·

დევნილთა სააგენტოს განცხადებით, 2026 წელს 10 000-ლარიან კომპენსაციას, დაახლოებით, 11 ათასი ადამიანი მიიღებს, ხოლო დანარჩენი ოჯახები 2027 წელს დაკმაყოფილდებიან. „კომპენსაციის პროგრამაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო, შესაბამისად, შესაბამისი რესურსებიც იქნა სააგენტოსთვის გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ამ რესურსით შევძლებთ სავარაუდოდ 11 ათასი ადამიანის უზრუნველყოფას, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი 29 ათასი ადამიანი დაკმაყოფილდება“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.